ისტორია 2008 წელს დაიწყო, როცა პირველი დამოუკიდებელი პროექტი შევასრულე.

მრავალი წლის გამოცდილებამ მასწავლა გაბედული ნაბიჯები, ფიქრი... დიზაინი

მანამდე იყო ბავშვობა, სტუდენტობის წლები – ჩემი შემოქმედებითი გზა – მუდმივი განვითარებით, უდიდესი გამოცდილებით,  ამ გამოცდილების პროფესიონალებთან გაზიარებებით სავსე – საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნების გზა.

ჯერ კიდევ სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის მაგისტრის ხარისხამდე ინტერიერის სფეროში პრემიუმ ხარისხის პროექტების დიზაინზე მუშაობის საკმაოდ ღირებული გამოცდილება დამიგროვდა. 

მრავალი წლის გამოცდილებამ მასწავლა გაბედული ნაბიჯები, ფიქრი... დიზაინი, რომელსაც ვქმნი, არის ნაფიქრი, წინასწარ გაზომილი და რაც მთავარია, შესრულებადი. თუმცა, არის მომენტები, როცა შენგან გადაწყვეტილების უსწრაფესად მიღებას ელოდებიან  და ამისთვისაც მზად უნდა იყო... პროექტის დაგეგმვიდან დასრულებამდე მაქსიმალურ ჩართულობას, დამკვეთთან ურთიერთობის ყველა ეტაპზე  ჯანსაღ კომუნიკაციას მოაქვს შედეგები, რომლითაც ვამაყობ...

პროფესიონალების გარემოცვაში მუშაობა და  წარმატებული პროექტები იყო უდიდესი მოტივაცია გადამედგა პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები და დღეს უკვე ჩემი პორტფოლიო არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში ასზე მეტ, როგორც დამოუკიდებელ, ისე ჩემი ხელმძღვანელობით შესრულებულ მაღალი ხარისხის პროექტებს ითვლის... და მივხვდი, რომ მე და ჩემს გუნდს – დარგის პროფესიონალებს გვაქვს უდიდესი რესურსი, ვაკეთოთ უფრო მეტი, ვაკეთოთ ნებისმიერი სირთულის პროექტი.

პროფესიონალების გარემოცვაში მუშაობა და წარმატებული პროექტები იყო უდიდესი მოტივაცია გადამედგა პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები

როგორ ვმუშაობთ?

თანამშრომლობა შემდეგ სტანდარტულ ეტაპებ სმოიცავს:

1

დამკვეთთან პირველი კომუნიკაცია

პროექტის გაცნობა და დამკვეთის მოთხოვნების იდენტიფიცირება
2

მოკვლევა

ჩვენ მიერ ტერიტორიის შესახებ ინფორმაციის მოკვლევა და დამკვეთისთვის საჭიროებების გაცნობა
3

ნამუშევრის მიწოდება

ხდება დამკვეთისთვის შესრულებული ვერსიის მიწოდება
4

დადასტურება

დამკვეთის მიერ შესრულებული სამუშაოს დადასტურება