სერვისები
ჩვენი უპირატესობა, როგორც საწყის ეტაპზე, ასევე ურთიერთობის ნებისმიერ საფეხურზე სისწრაფე, კომუნიკაციის სიმარტივე, პროფესიონალიზმი და კომფორტია, რომელიც მაღალი ხარისხისა და პროექტის უნიკალურობ
როგორ ვმუშაობთ?
თანამშრომლობა შემდეგ სტანდარტულ ეტაპებს მოიცავს:
-
დამკვეთთან პირველი კომუნიკაცია – პროექტის გაცნობა და დამკვეთის მოთხოვნების იდენტიფიცირება
-
ჩვენ მიერ ტერიტორიის შესახებ ინფორმაციის მოკვლევა და დამკვეთისთვის საჭიროებების გაცნობა
-
ხდება დამკვეთისთვის შესრულებულ ვერსიის მიწოდება
-
დამკვეთის მიერ შესრულებული სამუშაოს დადასტურება
ინტერიერის დიზაინი:
როგორ ვმუშაობთ?
-
პირველი ეტაპი დამკვეთთან პირველი კომუნიკაციაა – პროექტის გაცნობა და დამკვეთის მოთხოვნების იდენტიფიცირება.
-
შეხვედრა, თუ ამის შესაძლებლობაა, სასურველია ობიექტზე. ამ ეტაპზე ხდება მაქსიმალურ ინფორმაციას მოპოვება დამკვეთის საჭიროებებზე, არამხოლოდ კონკრეტულ პროექტზე, არამედ მისი ცხოვრების სტილზე, გემოვნებაზე. პროცესის ამ ეტაპზევე ხდება პრიორიტეტების დასახვა და ხელშეკრულების გაფორმება.
-
შემდეგი ეტაპი უკვე პრაქტიკულ სამუშაოზე გადასვლაა. ვსწავლობთ ობიექტს, მიმდინარეობს ფოტო და ვიდეოგადაღებები, აზომვითი სამუშაოები და დაგეგმარება; ავეჯის, ტიხრებისა და ოთახების განლაგებაზე მუშაობა. შედეგად დამკვეთს გეგმარების რამდენიმე ვარიანტს ვთავაზობთ, საიდანაც ირჩევს ერთ-ერთს, აფიქსირებს საკუთარ მოსაზრებებს, შეაქვს შენიშვნები, რის შემდეგაც იხვეწება პროექტი და საბოლო ჯამში დასრულებულ სახეს იღებს.
ბოლო ეტაპი დამტკიცებული და ხელმოწერილი გეგმარების მიხედვით ვიზუალურ მხარეზე მუშაობაა.
მასალის მოძიება გეგმარების დამტკიცებამდე ხდება. პრემიუმ ხარისხის პროექტებში ევროპის წამყვანი მწარმოებლების მასალებს ვიყენებთ. მოსაპირკეთებელი მასალა, კერამიკული ფილა, ავეჯი, განათება, ფერები, მოცულობა და სხვა, ნებისმიერი დეტალი ვიზუალიზაციაში ერთი ერთში იდება ისე, როგორც რეალურ ინტერიერში განთავსდება.
ჩვენ ვქმნით პრემიუმ ხარისხის პროექტებს
ინტერიერის დიზაინი მოიცავს ავეჯის, ელექტროწერტილების განაწილებას, კედლების, ჭერის, იატაკის, მოსაპირკეთებელი მასალის შერჩევას – გეგმარებას და ვიზუალიზაციას.
ჩვენი უშუალოდ ვერთვებით სარემონტო სამუშაოებშიც. ხშირად ხდება ისეც, რომ დამკვეთს პროცესის ამ ეტაპზე სურს რამის შეცვლა და ეს მხოლოდ დიზაინერთან შეთანხმებით ხდება.
შემდეგი ეტაპი პროექტის ზედამხედველობაა. შავი სამუშაოს – სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ იწყება მოსაპირკეთებელი სამუშაოები და აქ უკვე ძალიან მნიშვნელოვანია დამკვეთის ჩართულობა. ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, საჭიროების შემთხვევაში, ერთად ვსტუმრობთ შოურუმებს. მიუხედავად იმისა, რომ მასალა წინასწარ შერჩეული გვაქვს, საბოლოო გადაწყვეტილებას დამკვეთთან ერთად ვიღებთ.
არქიტექტურა – ექსტერიერი და დაპროექტება
როგორ ვმუშაობთ:
პირველ ეტაპზე – პროექტის გაცნობამდე დამკვეთი გვაწვდის საკადასტრო კოდს, რითაც ჩვენ მიერ მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე ხდება ნაკვეთის შემოწმება. რისკების თავიდაან აცილების მიზნით, საუკეთესო ვარიანტია, თუ პოტენციური დამკვეთი ნაკვეთის შეძენამდე დაგვიკავშირდება და მოგვაწვდის საკადასტრო კოდს.
არქიტექტურული პროექტი მუნიციპალიტეტთან შეთანხმებას საჭიროებს და ეს პროცესი სამ ეტაპს მოიცავს:.
-
მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, რისთვისაც საჭირო ხდება სხვადასხვა დოკუმენტაციის, მათ შორის, ხშირად, ესკიზური ვარიანტის წარდგენა
-
პროექტის შეთანხმება
-
მშენებლობის ნებართვის გაცემა
ჩვენი უპირატესობა, როგორც საწყის ეტაპზე, ასევე ურთიერთობის ნებისმიერ საფეხურზე სისწრაფე, კომუნიკაციის სიმარტივე, პროფესიონალიზმი და კომფორტია, რომელიც მაღალი ხარისხისა და პროექტის უნიკალურობის გარანტიაა.
დამკვეთს მომსახურების სრულყოფილ პაკეტს ვთავაზობთ: ვეხმარებით ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში. პროცესში ჩართულია კონსტრუქტორი, გეოლოგი, ამზომველ-ტოპოგრაფი.
პირველი ეტაპის დასრულების, ანუ მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ ორი- სამი დღის განმავლობაში, პროექტს არქიტექტურის სამსახურში წარვადგენთ. ამ სტადიების გავლის შემდეგ კი ვიღებთ მშენებლობის ნებართვას. ჯამში, მუნიციპალიტეტის ნებართვას დაახლოებით ორ ან ორთვენახევრის ვადაში ვიღებთ, თუმცა, დამკვეთის სურვილის შესაბამისად, შესაძლებელია დაჩქარებული მომსახურებით სარგებლობა.
მთელი ამ პროცესის განმავლობაში ვართ ღია და გახსნილები, ვპასუხობთ დამკვეთის ნებისმიერ კითხვას...
ნებართვის გადაცემის შემდეგ დამკვეთი იღებს გადაწყვეტილებას საავტორო ზედამხედველობის მომსახურებაზე. საავტორო ზედამხედველობა გულისხმობს ობიექტზე მაქსიმუმ 4 ვიზიტს და სამშენებლო სამუშაოებში კონსულტანტის სტატუსით ჩვენს ჩართულობას.
ანგარიშსწორების პირობები
ანგარიშსწორება ხდება ეტაპობრივად, ტრანშების სახით, ხელშეკრულების პირობების თანახმად. თავდაპირველად დამკვეთი იხდის პროექტის ღირებულების 30-50%-ს, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ხდება დარჩენილი თანხის სრულად დაფარვა.